თითქმის ორი კვირის განმავლობაში მთიან ყარაბაღში შეტაკებების შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ საომარი მოქმედებებს შეაჩერებენ. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით მიმდინარებოდა.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება ძალაში შაბათს, შუადღის შემდეგ შევა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საუბარი 10 საათი მიმდინარეობდა. ლავროვის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე, ტყვეებისა და სხვა დაკავებული პირების, ასევე, მიცვალებულთა გაცვლასთან დაკავშირებით შეთანხმდნენ.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა განაცხადეს, რომ “დაიწყებენ არსებით მოლაპარაკებებს, რათა სწრაფად იპოვონ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზები”, – თქვა ლავროვმა.
მოლაპარაკებების შუამავალს მინსკის ჯგუფი წარმოადგენდა. ჯგუფს საფრანგეთი, რუსეთი და ამერიკა ხელმძღვანელობს. ევროკავშირის ქვეყნება, რუსეთმა და ამერიკამ ბრძოლის შეჩერება და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება მანამდეც არაერთხელ მოითხოვეს.
შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სამხედრო შეტაკებებისას 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაიბომბა დასახლებული პუნქტები.
მთიანი ყარაბაღი ოფიციალურად აზერბაიჯანის ნაწილია, მაგრამ ის ეთნიკურად სოხმების მიერ 1994 წლის შემდეგ კონტროლდება.