„დოიჩე ველეს“ ბიურომ მოსკოვში მუშაობა შეწყვიტა

„დოიჩე ველეს“ (DW) ბიურომ მოსკოვში მუშაობა შეწყვიტა- ამის შესახებ ინფორმაცია მაუწყებელი თავად ავრცელებს. გაუქმების შესახებ ინფორმაცია „დოიჩე ველემ“ გუშინ მიიღო და ოფიციალური დოკუმენტებიც ჩაბარდა.

“რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება Deutsche Welle-ს მოსკოვის ოფისის დახურვისა და გერმანიის მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის რუსეთში აკრედიტაციის ჩამორთმევის შესახებ ძალაში შევიდა პარასკევს დილის 9 საათზე “,- წერია დოკუმენტში.

რუსეთის საგარეომ გადაწყვეტილება „დოიჩე ველესთვის“ მაუწყებლობის აკრძალვის შესახებ ახსნა, როგორც საპასუხო ნაბიჯი გერმანიის მარეგულირებელი უწყების 1 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, აეკრძალა მაუწყებლობა რუსული  RT-თვის, რომელსაც მუშაობის ლიცენზია არ ჰქონდა.

„არასდროს ველოდით, რომ ჩვენი მოსკოვის სტუდია დაიხურებოდა და რუსეთში მომუშავე ყველა ჩვენი კოლეგა დაკარგავდა აკრედიტაციას”,- თქვა ირინა ფილატოვამ, რომელიც DW-ს რუსულ ბიუროში მუშაობდა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა, განიხილოს DW-ს ჟურნალისტებისა და წარმომადგენლების ე.წ. უცხოური აგენტების სიაში შეყვანა.

იხილეთ ასევე:

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share