ჩოხატაურის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ” ბაჩო ახალაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ერთი გზა გაწმენდილია თოვლისგან მეორე კი არა. ახალაძის თქმით, გაწმენდილი გზა პოზიციის სახლამდე მიდის, გაუწმენდავი კი ოპოზიციის სახლამდე. აი რას წერს ის:
“აბა მეგობრებო რა განსხვავებაა ამ ორ ფოტოს შორის???
ალბათ მეტყვით, ერთი გაწმენდილია მეორე გაუწმენდავიო, დიახ, ეგრეა!
მაგრამ, მთავარი რა არის იცით?!
ერთი პოზიციასთან მიდის მეორე ოპოზიციასთან.
მიზეზი: ტრაქტორი ვერ ავიდა და მსგავსი
სხვადასხვა უბანი არ გეგონოთ ერთი უბანია, ორი შესახვევით.
კაი, ჰო… მე ფეხითაც ვივლი ამ თოვლში, მაგრამ უბანში რამდენიმე 80 წელს გადაცილებული ადამიანია და პატარა ბავშვები, რომელთაც ხან სასწრაფო ჭირდებათ და ხან რა… რა უბედურებაა სირცხვილი შეგრძნებაც არ გაქვთ??” – წერს ბაჩო ახალაძე.
00:15