„ოცნებას“ აქვს ძალაუფლება და აღარ აქვს მართვის თავი – დავით ჭიჭინაძე

„ტრიბუნას“ ლიდერის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკურის გარდა, ეკონომიკური კრიზისია, საზოგადოება კი მოტყუებული დარჩა.

„თუ ვინმე ახლა ამის „გაპრავებას“ შეეცდება, ეს პირველ რიგში „გამპრავებლის“ პრობლემა გახდება. გარდა იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურის გარდა, ეკონომიკური კრიზისია, საზოგადოებაა მოტყუებული. „ოცნებას“ აქვს ძალაუფლება და აღარ აქვს მართვის თავი, ანუ, არსებული სისტემური, სტრუქტურული კრიზისის გამო, ყველაფერი ისეა გამოშიგნული, ვერავინ შეძლებს მის მართვას, არათუ მართვის უუნარო, ერთ მცირე ბირთვად დარჩენილი „ოცნების“ ჯგუფი, რომელიც მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე და კეთილდღეობაზე ზრუნავს.

პოლიტიკა 2019 წლის ნოემბრიდან პრაქტიკულად ქუჩაშია გადასული, მთავრობის სხდომებზე კი, მართვის მაგივრად, ერთმანეთს ბოთლებს ესვრიან. ასე, რომ ვინც ამ ყველაფრის „გაპრავებას“ და „ოცნების“ პირადი ოპოზიციის თამაშს შეეცდება, „ოცნების“ ხელისუფლების შირმად იქცევა და ისევ „ქართული ოცნებისგან“ მოუწევს შეურაცხყოფის ატანა, თუმცა, ოპოზიცია შევა თუ არა, 2024 წლამდე ეს პარლამენტი მაინც ვერ გაძლებს”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

აღნიშნულ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share