„ნიკა მელია კატეგორიულად აცხადებდა, რომ იგი სააკაშვილის ადგილზე რომ იყოს, აუცილებლად ჩამოვიდოდა და სათავეში ჩაუდგებოდა ამ მოძრაობას, რომ კატეგორიულად მიუღებელი იყო სააკაშვილის უკრაინაში ყოფნა. რასაკვირველია, ახლა შედეგებიდან გამომდინარე საუბრობს და უნდა, თავი უფრო ბრძენად წარმოაჩინოს, მაგალითად, ვიდრე ნაყოფიაა. საერთოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ორი ლიდერის ხელში დარჩა და ერთი ბელადის შემყურე. ვფიქრობ, მაინც სააკაშვილის შეკვეთაა მთავარი. „ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად სააკაშვილის მძევლად იქცა ამ ფანტაზიებით, რომ იგი რევოლუციური ტალღით იქნება საკნიდან გათავისუფლებული“,-განაცხადა ვოლსკიმ.
ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია “იმედმა” 5 თებერვალს ჩანაწერი გაავრცელა. “იმედის” თანახმად, ვიდეო მოქალაქემ მიაწოდა. ჩანაწერში ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ნიკა მელია საუბრობს, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაა. ჩანაწერის თანახმად, მელია აღნიშნულს არ ემხრობა.
აღნიშნულ ჩანაწერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.