“საკუთარ თავს წვრილმან ჩარჩად წარმოადგენ, თუ ღირსებაზე რაიმე წარმოდგენა აქვთ”- ხუხაშვილი სტურუასთვის გადაცემულ ქონებაზე

ექსპერტი გია ხუხაშვილი მთავრობის მიერ, რეჟისორ რობერტ სტურუასთვის თბილისში 1 ლარად 700 ათასი ლარის ღირებულების  მიწის ნაკვეთის გადაცემის ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

”რობერტ სტურუა წარსული შემოქმედებით ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ სახელმწიფო ზრუნავდეს მის ყოფაზე და თუ რაიმე მატერიალური პრობლემა შეექმნა ჯანმრთელობის, ან თუნდაც ვალდებულებებთან დაკავშირებით, დაეხმაროს მის გადაწყვეტაში.
თუმცა ეს უნდა მოხდეს პირდაპირი, გამჭვირვალე წესით და ფინანსური სახით.
როცა ადამიანს თუნდაც დახმარება ჭირდება და შენ მას რაიმე ქონებას აძლევ – “გაყიდე და შეგერგებაო”, ამით ყველაფერს აუფასურებ. საკუთარ თავსაც წვრილმან ჩარჩად წარმოადგენ და იმასაც ამცირებ…. თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს ღირსებაზე რაიმე წარმოდგენა აქვთ…” – წერს ხუხაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share