“ივანიშვილმა გააღვიძა პოსტსაბჭოური ადამიანი, რომელიც ვერ იტანს სააკაშვილს, ვერ იტანს ცვლილებას” – მაჭავარიანი

“ბიძინამ გააღვიძა ის პოსტსაბჭოური ადამიანი, რომელიც ვერ იტანს სააკაშვილს, ვერ იტანს ნებისმიერ ცვლილებას – ასე აფასებს ექსპერტი ვანო მაჭავარიანი ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და აცხადებს:
”თუ დააკვირდებით, რა მიზანს მიაღწია ივანიშვილმა, ეს არის, რომ ჩვენ ოკუპაცია აღარ გვახსოვს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ეს ტერიტორიები რაღაც ფორმით დაზავდნენ. თან “ქართული ოცნების” ამომრჩევლებშიც ძალიან ხშირად ეს ნარატივია, რომ სწორი პოლიტიკა აქვს ივანიშვილს, რომ ნატო შორს არის, ნატო-ში ჩვენ ვერასდროს ვერ მიგვიღებენ, რუსეთი აქვე არის, რაც უნდათ, მივცეთ მათ და გავაგრძელოთ ცხოვრება. წამობრძანდით ვაკეში, საბურთალოზე, მე შორს კი არ დავდივარ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მათ მხარს უჭერენ და ცუდი გაგებით კი არ ამბობენ ამას, ასე მიაჩნიათ. ბიძინამ მოახერხა და ეს ნარატივი შესთავაზა მისი ამომრჩევლების იმ პრინციპულ ნაწილს, რომლებიც შემომწირველებიც არიან, ბიზნესმენებიც არიან და ასევ ვთქვათ, გავლენიანი ადამიანები არიან. მე მიწევს ხოლმე ამ ადამიანებთან საუბარი. ბიძინამ გააღვიძა ის პოსტსაბჭოური ადამიანი, რომელიც ვერ იტანს სააკაშვილს, ვერ იტანს ნებისმიერ ცვლილებას. ნაწილს კიდევ ჰგონია, რომ რახან ბიძინას პოზიცია ასეთია და “ქართული ოცნება” ამას ქადაგებს, ბოლომდე უნდა გაიზიაროს ეს პოზიცია და კითხვას არ სვამს, სწორია თუ არა” – ამის შესახებ ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “დღის ამბებში” განაცხადა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share