„დღევანდელი ეპიდსიტუაცია გვაძლევს იმის თქმით საშუალებას, რომ ჩვენ „ომიკრონის” პიკზე ვიმყოფებით. გვაქვს სულ მცირე პერიოდი დარჩენილი, დაახლოებით, 10 დღე, 2 კვირა და ამის შემდეგ ის დაიწყებს კლებას.
„ომიკრონი” არ არის პანდემიის სრული დასასრულის წერტილი. არ მიიღოს მოსახლეობამ ისე, რომ თითქოს ჩვენ რამე ახალს ველოდებით, ან გართულებებზე ვსაუბრობ. ყველა ვირუსი, რომელიც მთელ დედამიწაზე დღევანდელ დღემდე, მრავალი საუკუნის განმავლობაში გავიარეთ, ჩვენს ორგანიზმში არსებობს და ჩვენ მასთან ერთად ვცხოვრობთ. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსებთან ერთად ცხოვრება.
ნიღბის ტარება ჩვენ მინიმუმ 1 წელი მაინც მოგვიწევს. იმიტომ, რომ რეალურად ნიღაბი და სოციალური დისტანცია არის ასეთი ტიპის ვირუსების ერთ-ერთი გადარჩენის გზა, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს,” – აღნიშნა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, დევი ტაბიძემ.