საქართველოს 7-კაცა რაგბის ეროვნული ნაკრები თებერვალში რუსეთის ნაკრებთან ერთობლივი შეკრების გამართვას გეგმავს. ამის შესახებ წერილი საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნაკრები ქუთაისში შეკრების გამართვას 24 თებერვალი – 1 მარტი პერიოდში გეგმავს, რა დროსაც რუსეთის ეროვნული 7-კაცა ნაკრები საქართველოში ჩამოდის.
“მოგეხსენებათ, რუსეთი ჩვენი კონკურენტია მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე და ძალიან გამოგვადგება მათთან ერთად შეკრების გავლა და მათთან თამაშები”, – აღნიშნულია ეროვნული ნაკრების მენეჯერის, ალექსანდრე ნიჟარაძის წერილში.
ის კლუბებს სთხოვს წერილში მოხსენიებული მოთამაშეები აღნიშნულ პერიოდში შეკრებაზე გამოუშვან.