ვიწვევთ აქტიურ მოქალაქეებს
გურიის სამოქალაქო ცენტრი იწყებს ახალ პროექტს: „საინიციატივო ჯგუფები მოქალაქეთა პრობლემების ადვოკატირებისთვის“
პროექტის ფარგლებში ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში თანამშრომლობისთვის იწვევს საინიციატივო ჯგუფის წევრებს.
საინიციატივო ჯგუფის წევრები შეიძლება იყვნენ:
- ურბანულ დასახლებაში (ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ლაითურში, ნარუჯაში) მცხოვრები ადამიანები.
- ახალგაზრდები
- ეკომიგრანტებით დასახლებული სოფლის მკვიდრი
საინიციატივო ჯგუფის წევრები:
- შეძლებენ გამოკვეთონ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები (ლანჩხუთსა და ჩოხატაურში)
- დაესწრებიან ტრენინგებს შემდეგ საკითხებზე
- ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციები და უფლებამოსილება
- მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები
- ადვოკატირების კამპანია: დაგეგმვა და განხორციელება
- ანკეტირება და ინტერვიუ
- ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, საბიუჯეტო პროცესი და საბიუჯეტო პროცესში მონაწილეობა
- ჩაერთვებიან ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში
- ოზურგეთში მონიტორინგს გაუწევენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გაცემულ დაპირებებს.
ლანჩხუთისა და ჩოხატაურისგან განსხვავებით, 2021 წელს ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, ოზურგეთში უკვე გამოკვეთილია მნიშვნელოვანი პრობლემები:
- მუნიციპალური ტრანსპორტი: მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობა ქალაქში დაბალი ხელმისაწვდომობა სოფლებსა და დაბებში
- ხელმიუწვდომელი წყალმომარაგება, სასმელი წყლის ხარისხი
- კანალიზაციის ქსელის არარსებობა, განსაკუთრებით ქალაქის ტერიტორიაზე
- სპორტული, გასართობი, სარეკრეაციო, კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეების არარსებობა, დაბალი ხელმისაწვდომობა
- მოუწესრიგებელი საგზაო მოძრაობა (ტროტუარები, გადასასვლელები, შუქნიშნები, პარკინგი) და შიდა გზები
- ქალაქის გენერალური გეგმის არარსებობა
- უპატრონო ძაღლების სიმრავლე
დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია ჩაერთოს მისთვის საინტერესო თემაზე მოქმედ ჯგუფში.
საინიციატივო ჯგუფის წევრობის მსურველები დაგვიკავშირდით: 544441132, civicguria@gmail.com FB/guriacc