“ადამიანური ურთიერთობების ტრაგედიაა” – რას წერს არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია, რომელიც ლექციებსაც კითხულობს, სოციალურ ქსელში პანდემიის უარყოფით გავლენებზე წერს:

“რაც ლექტორი ვარ, სულ ვმეგობრობ სტუდენტებთან აგერ უკვე 16 წელია, ზოგის ნათესავიც გავხდი და აი, ბოლო სემესტრებია, ამ დისტანციური სწავლის გამო, შეიძლება სტუდენტს სამი სემესტრი ვასწავლიდე და ქუჩაში ისე ჩამიაროს, ვერ ვიცნო.
ეს პანდემია, ჯანმრთელობაზე არა ნაკლებად, ადამიანური ურთიერთობების ტრაგედიაა. კიდევ უფრო დაგვაშორა ადამიანები ერთმანეთს”, – წერს გამზარდია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share