პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები „მაზოხისტურ” განწყობაზე გადავიდნენ. ამის შესახებ ვოლსკმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„არის ერთი კონკრეტული პარტია და არის ერთი ლიდერი, რომელიც უკვე გადავიდა რაღაც უცნაურ მაზოხისტურ განწყობაზე. ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება მე არ შემიძლია, თუმცა ფაქტია, რომ ადამიანს უხარია, როდესაც მისი სიტყვით ხდება, მისი სიტყვით ხორციელდება, ვითარდება დესტრუქციული პროცესები.
ვგულისხმობ სააკაშვილს და მის მხარდამჭერებს, რომლებმაც სხვებზე მეტი ხმები აიღეს არჩევნების დროს, მაგრამ ფაქტია, ეს გავლენა არის დესტრუქციული და საქართველოს შემდგომ განვითარების ინტერსს მნიშვნელოვნად უპირისპირდება. ეს თუ არ გაიაზრეს პოლიტიკურმა პარტიებმა, ვფიქრობ, საქართველოს პოლიტიკურ ველზე სერიოზული პრობლემები შეექმნება, მაგრამ მმართველი გუნდი არ დაუშვებს იმას, რომ ამას გადავაყოლოთ სახელმწიფო ინტერესები“,- განაცხადა ვოლსკიმ.