“ყურადღება!!! გთხოვთ, თავი შეიკავოთ სოციალურ ქსელებში გაცნობილი შუამავლებით “სამოთხეში” გამგზავრებაზე, რომელიც დიდი ალბათობით ჯოჯოხეთად გექცევათ…”-სულაშვილი

საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი ემიგრაციაში წასვლის მსურველებს აფრთხილებს, სოც. ქსელებში გაცნობილ შუამალლებს არ ენდონ, რადგან შედეგი ისეთი არ იქნება, როგორსაც დაჰპირდნენ.

“ყურადღება!!!
ქვეყანაში არსებულმა მძიმე სოციალურმა მდგომარეობა, უამრავი ჩვენი თანამოქალაქე აიძულა დატოვოს საქართველო და ოჯახის გადსარჩენად თავშესაფარი მოითხოვოს ევროპაში, ამერიკაში, ავსტრალიაში, ირლანდიაში, კანადაში ან სხაგან …
ემიგრაციაში წამსვლელ მრავალრიცხოვან ნაკადთან ერთად გაიზარდა თაღლითების რიცხვიც, ვინც ხელის მოთბობის მიზნით, დაინტერესებულ პირებს სთავაზობენ სხვადასხვა ტიპის სერვიზს.

სამწუხაროდ უამრავი ადამინი იმედგაცრუებული რჩება, როცა უცხო ქვეყანაში ვერ ღებულობს იმ კომფორტს, რასაც მათ სთავაზობდნენ.

ახლა ვიმყოფები ერთ-ერთსადეპორტო დაწესებულებაში, სდაც ახალგაზრდა გოგონამ სუიციდით სცადასიცოცხლის დასრულება.
ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა…

ამიტომ მოგიწოდებთ და გთხოვთ, თავი შეიკავოთ სოციალურ ქსელებში გაცნობილი შუამავლების მიერ შემოთავაზებულ “სამოთხეში” გამგზავრებაზე, რომელიც დიდი ალბათობით ჯოჯოხეთად გექცევათ.

საფრთხეში ნუ ჩააგდებთ, როგორც პირად, ასევე თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლეს”, – წერს ნუგზარ სულაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share