“მეგობრებო, ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ ალბათ ამის დრო არ არის.
რაც მთავარია, მინდა გითხრათ, რომ დღეს ენმ-ს ზურგი შეაქციო, იგივეა, რაც მიშას უღალატო. პირადი სიმპატიების და ანტიპატიების დრო არ არის. ეხლა საჭიროა ერთიანობა, ერთიანობა, ერთიანობა! ვიცი, ეს ყველაზე ძნელია ქართველისთვის, მაგრამ დღეს ქვეყანა ისეთ განსაცდელშია, როგორშიც მთელი მისი ისტორიის მანძილზე არ ყოფილა.
სუსი და კრემლი ათასნაირი ხერხით ცდილობენ ჩვენს გათიშვას, ეჭვების შემოტანას, დაქსაქსვას, ერთმანეთზე გადამტერებას. ნუ გავხდებით ტროლების და რუსული პროპაგანდის მსხვერპლი. რამდენი ადამიანი გამოაშტერეს და დააჯერეს, რომ მიშამ 19 მილიარდი (!!!) საქართველოს ოცი წლის ბიუჯეტი!!!) მიითვისა, ბაჩო მგლებს თოთო ბავშვების ხორცს აჭმევდა, სანდრა ორგანოებს ყიდდა. აი ასეთ იდიოტობას რომ დაიჯერებს ადამიანი, უფრო დახვეწილად და “რეალისტურად” შემოჩრილ პროპაგანდას უფრო ადვილად არ დაიჯერებს? გამოიჩინეთ გონიერება, ნუ დაიჯერებთ ათასნაირ ჭორებს, მეგობრებო. თქვენ ხომ ერის იმედი ხართ!
დღეს საქართველო, თითქმის 10 წლის შემდეგ ისევ გამოჩნდა მსოფლიო რუქაზე, არა ჩვენი ხელისუფლების, არამედ უკრაინელების წყალობით. უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. ვისარგებლოთ ამ ყურადღებით. დავანახოთ მსოფლიოს, რომ მთლად მონებად არ გადავქცეულვართ.
და კიდევ ერთი რამ სპეციალურად ემიგრანტების გასაგონად. ზამთარი არ არის კარგი დრო აქციებისთვის, თუმცა მიუხედავად ამისა, მიხარია, რომ მაინც ეწყობა. მაგრამ გადამწყვეტი გამოსვლები, იმედი მაქვს, გაზაფხულზე დაიწყება. ამიტომ ყველამ, ვინც საზღვარგარეთ არის და ვისაც ამის ოდნავი შესაძ₾ებლობა მაინც გააჩნია, უნდა შევძლოთ ჩვენც ჩავიდეთ და შევუერდეთ ამ აქციებს. ძნელია? რასაკვირველია ძნელია, მაგრამ იმათთვის, ვინც საქართველოშია კიდევ უფრო ძნელია. მათ ლუკმა პურისთვის უნდა იბრძოლონ და ქუჩაშიც იდგნენ.
რაც შეიძ₾ება მეტნი უნდა ჩავიდეთ და დავდგეთ ჩვენი თანამემამულეების გვერდით. უხერხულია, აქედან მოვუწოდებდეთ, მიდით, მიდით მიაწექითო. თითქოს ფეხბურთის თამაშს ვუყურებდეთ და არა ბრძლას ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად. ამისათვის დღეიდანვე უნდა დავიჭიროთ თადარიგი. ყველა, ყველა, ყველა დაფიქრდით ამაზე, გთხოვთ. “ერთად სახლში” მარტო ლაპარაკად არ უნდა დარჩეს.
მაპატიეთ, თუ არ ვწერ სხვა საჭირბოროტო საქმეებზე, მაგრამ დღეს სწორედ ეს თემა მიმაჩნია ყველაზე მნიშვნელოვნად. ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს!!!
წერს ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია