საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომა დატოვა.
შესაბამისი განცხადება მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.
“ძალიან ვწუხვარ, რომ ქართველი ოფიცრების ნაცვლად, ანწუხელიძის, ტატუნაშვილის, ახლა ამათ ჰქვიათ ქართველი ოფიცრები, ჩვეულებრივ იაფფასიან მონებს, არაადამიანებს და მე ამ სიტყვას არ გადავთქვამ. ნახვამდის”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის, ანზორ ჩუბინიძის დაკითხვას მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ითხოვდნენ, რადგან ხარჯები, რომლის “გაფლანგვასაც” პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს ედავება, სდსს-ს ხელმძღვანელის პოზიციაზე ჩუბინიძის მუშაობის პერიოდსაც მოიცავს. უფლებადამცველებმა თქვეს, რომ ჩუბინიძის ჩვენება მესამე პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკურ დევნას დაადასტურებდა.