“არც დასავლეთს სჯერა ამ გაყალბების და მთელი მსოფლიო როგორ გაქოცდა?”

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
“ცოტა ვრცლად დავწერ რატომ მეპარება ეჭვი, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა ანუ გაყალბდა ისე, რომ შედეგზე გავლენა იქონია, თორემ დარღვევები ყველა არჩევნებზე არის და ეს რომ გამოსასწორებელია, ამაზე არავინ დავობს:

არ არსებობს არჩევნების არცერთი ობიექტური დამკვირვებელი, რომელიც ამბობს თუნდაც იმას, რომ არჩევნები არ შეესაბამებოდა სტანდარტებს და დარღვევებს შეიძლებოდა გავლენა ქონოდა შედეგებზე. უფრო პირიქით ამბობენ. არცერთი საერთაშორისო ორგანზიაცია ინსტიტუტი და ა.შ. არცერთი ჩვენი მეგობარი არ საუბრობს ხელახალი არჩევნების აუცილებლობაზე. ის ხალხიც კი არ საუბრობს, ვინც პროპორციული სისტემის ჩაგდების მერე ოცნებას და ივანიშვილს ლამის დედას აგინებდა და სამართლიანად აკრიტიკებდა, წერილს წერილზე წერდა. ის კი არა, ანდრიუს კუბილიუსიც კი არ საუბრობს ამაზე, რომელიც სულ ოცნების კრიტიკაშია, ხოლმე. არგუმენტი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ყველა

ქვეყანაში ხუჭავენ გაყალბებაზე თვალს, არის დემაგოგია. აგერ გვაქვს ბელორუსის მაგალითი, სადაც მთელი დასავლეთი ცალსახად ეუბნება ლუკაშენკოს, რომ უნდა ჩააატაროს ახალი არჩევნები. რაღა შორს მივდივართ, ორი წლის წინ იყო საპრეზიდენტო არჩევნები ჩვენთან და ეუთომ პირდაპირ დაწერა დასკვნაში, რომ არჩევნები იყო თავისუფალი, მაგრამ არასამართლიანიო. თუნდაც ასეთი შეფასების დაწერას რა უშლის მათ?
მაშინ რა ვუყოთ დაუბალანსებელ ოქმებს? ცესკოს პასუხია, რომ ეს არის შეცდომები, რომელიც ყველა არჩევნებზე იყო და რომელიც შესწორების ოქმებით გასწორდა. შეიძლება ეს სიმართლე იყოს?
ოპოზიციას ყავდა უბნებზე 11 200 -ზე მეტი კომისიის წევრი. თუ ოქმები გადაიწერა და ბიულეტენები ჩაიყარა, ამდენი ადამიანიდან რატომ არავინ გააპროტესტა იმ ღამეს? განსხვავებული აზრი მაინც რატომ არავინ დაწერა ოქმის შედგენისას? დააშინესო. ამდენი ადამიანი, როგორ დააშინეს? ან კარგი, რეგიონებში დააშინეს, და თბილისში რამდენი უბანია? ყველა უბანზე ოპოზიციის სამი წევრი იყო. ასე ბნელა საქართველოში, რომ თბილისშიც ყველა შეაშინეს? მაპატიეთ, მაგრამ ამის არ მჯერა.
პარალელური დათვლის შედეგი და ერთ-ერთი ოპოზციური არხის, “ფორმულას”ეგზიტპოლი ძალიან ახლოსაა ცესკოს მონაცემებთან (სხვაობა 2 პროცენტია). ორი დამოუუკიდებელი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა, რომ ასე ემთხვევა ოფიციალურ მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ ან ცესკოს საბოლოო შედეგი რეალობასთან ძალიან ახლოსაა, ან “სამართლიანმა არჩევნებმაც” და “ფორმულამაც” საკუთარი კვლევა გააყალბეს. სხვა ვარიანტი აქ არ არსებობს. 8 პროცენტ ოქმებში დისბალანსი და შესაძლო 4.1 პროცენტიანი ცდომილება, რაზეც “სმართლიანი არჩევნების” დირექტორმა ისაუბრა, პარალელური დათვლის შედეგებს არ ცვლის. ეს სპეციალურად გავარკვიე ამ ორგანიზაციასთან. თქვენც შეგიძლიათ კითხოთ.
იმ უბნებზე, რომელიც გახსნეს და გადათვალეს (მათ შორის არსამთავრობოების მოთხოვნით) ოქმებში შეცდომები აღმოჩნდა, როგორც ოპოზიციის კანდიდატების საზიანოდ, ისე ხელისუფლების კანდიდატების და საკუთარ თავს უყალბებდნენ?
ასევე შეცდომებზე და არა გაყალბებეზე მიუთითებს მეორე ტური, სადაც ხელისუფლებას ოპონენტი აღარ ყავდა, მაგრამ ოქმებში დისბალანსი და შეცდომები ისევ აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში ვის გაუყალბეს? ოპოზცია ამბობს, ცოტა ხალხი მოვიდა და ამიტომ ჩაყარესო. ჰო, მაგრამ ჩვენ ვნახეთ მეორე ტურის ოქმები, სადაც სახელისუფლებო კანდიდატის ხმები ოპოზიციის კანდიდატის გრაფაში ეწერა. ოპოზიციის სასარგებლოდ აყალბეს? და კიდევ, როდესაც აშკარა სიყალბე ჩაიდინეს, (აი 1 რომ 4-ად გადააკეთეს) ეს ვერ დაიმალა და გაუქმდა კიდეც.

დაბოლოს: ყველაზე კარგი საშუალება გაგვეგო სიმართლე, იყო გადათვლა, მაგრამ ეს თავისით არ გააკეთა ხელისუფლებამ (რაც შეცდომა მგონია) და ამაზე არ დათანხმდა ოპოზციაც. გასაგებია, რომ ხელისუფლება ცუდად მოიქცა, როცა თავისი ინიციატივით არ გადათვალა, მაგრამ როცა ოპოზიციას ამაზე პოლიტიკური შეთანხმება და ერთად გადათვლა შესთავაზეს, ოპოზიცია რატომ არ დათანხმდა? ოპოზიცია ამბობს, ოცნება იტყუება, მოლაპარაკებებზე ეს არ შემოუთავაზებიათო. დავუშვათ იტყუება ოცნება, მაგრამ პრესკონფერენციაზე ხომ გააკეთა კალაძემ ოფიციალური განცხადება, ამას ვთავაზობდითო? გამოსულიყო ოპოზიცია და ეთქვა: იტყუება კალაძე, ასეთი არაფერი შემოუთავაზებიათ, მაგრამ რადგან საჯაროდ ამბობენ, მზად ვართ გადათვლისთვისო, კი ბატონო, ჩვენც საჯაროდ ვეუბნებით თანხმობასო. რას იზამდა ოცნება? უკან წაიღებდა საჯარო განცხადებას? მაგრამ ეს არ გააკეთეს, რაც მაფიქრებინებს, რომ ოპოზიციასაც არ აწყობდა გადათვლა.

დასკვნა: ოქმებში ცდომილებამ შედეგები თუ შეცვალა, მაქსიმუმ ის ორი პროცენტი, რა განსხვავებაც პარალელურ დათვლას, ეგზიტპოლსა და ცესკოს მონაცემებს შორის დაფიქსირდა და ამის აღმოფხვრა სწორედ გადათვლით შეიძლებოდა, რაც, როგორც აღმოჩნდა არცერთ მხარეს არ აწყობდა.
ზუსტად ვიცი, რომ ჩემნაირად ბევრი პოლიტიკურად არაანგაჟირებული ადამიანი ფიქრობს, მაგრამ იმის შიშით ქოცის იარლიყი არ მომაწებონ და არ დამაბულინგონო, ამას ხმამაღლა არ ამბობს. მე შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ თუ რამის მჯერა, ან პირიქით არ მჯერა, ვიღაცის შიშით პირში წყალს ვერ ჩავიგუბებ. როცა ხელისუფლება ამაზრზენად მოიქცა და პროპორციული არჩევნები ჩააგდო, მაშინ მათთვის კრიტიკა არ დამიკლია და სხვათაშორის ასევე არ დაუკლია კრიტიკა დასავლეთს. ახლა არც დასავლეთს სჯერა ამ გაყალბების და მთელი მსოფლიო როგორ გაქოცდა?”, – წერს მერაბ მეტრეველი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 93
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და, არ, რომ
  • 89
    "მე საკუთარი თავი შევიყვარე"- ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალის შეცვლილი ცხოვრება 30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო  თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…
    Tags: და, არ, რომ
  • 89
    „გურული დონკიხოტი „- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავსირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
    Tags: და, რომ, არ
  • 88
    იახტა, სადაც მიხეილ სააკაშვილს ეძებდნენ, ფოთის პორტშია - საქართველო საერთაშორისო სკანდალში ეხვევაგონიოს სანაპიროდან 12 კილომეტრში საზღვაო პოლიციამ იახტა გააჩერა და თოკებით მიიბა. უცხო ქვეყნის ეკიპაჟს მიზეზი ვერ აუხსნეს, ამიტომ იახტაზე მყოფებმა თოკები ჩაჭრეს და გზა, ისევ თურქეთის მიმართულებით გააგრძელეს. რამდენიმე წუთში იახტა ინსიემე ისევ შეაჩერეს და უკვე საღამოს 9 საათზე მასზე სანაპირო დაცვის წევრები გადასვეს. გემი დაათვალიერეს და რამდენიმე საათის შემდეგ ვოლოდიმერ დიაჩენკოს, იური…
    Tags: და, არ, რომ, მაგრამ