„ქრონიკის“ ინფორმაციით, მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები იგეგმება. კერძოდ, ცვლილებები ეხება მთავრობის ეკონომიკურ გუნდს – მინისტრთა კაბინეტს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა დატოვებს.
რომელ თანამდებობას დაიკავებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ვინ იქნება მისი შემცვლელი – ამ საკითხებზე მთავრობის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისაუბრებს.
alia.ge