ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე მას ჩაანაცვლებს ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრი.

ლევან დავითაშვილს კი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე, მისი მოადგილე, ოთარ შამუგია ჩაანაცვლებს.

სამთავრობო ცვლილებებზე ინფორმაცია, რომელიც მედიაში ბოლო დღეების განმავლობაში არაოფიციალურად, სხვადასხვა ვარიაციით ვრცელდებოდა, 9 თებერვალს, 14:00 საათზე, სპეციალურ ბრიფინგზე დაადასტურა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნათია თურნავა 2019 წლის აპრილში დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად, მანამდე იგი მინისტრ გიორგი ქობულიას მოადგილე იყო.

ლევან დავითაშვილი კი 2016 წლიდან იყო ამ პოსტზე. მანამდე, 2 წლის განმავლობაში ისიც მინისტრის მოადგილე იყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share