“რა ქნა ქოცმა?…წელში გაწყვეტილი ემიგრანტების გამოგზავნილი ფული საარსებო კაპიკებად აქცია… კარგია გაქოცებული საქართველო…ძაა-ან!”-დარსმელიძე

მუსიკოსი მაია დარსმელიძე ქვეყანაში გაუსაძლის სოციალურ – ეკონომიკურ მდგომარეობას “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:

 

“ამდენი ხალხი ქვეყნიდან გაიქცა, რომ რაღაც ორი კაპიკით მეტი გამოუგზავნონ ოჯახებს. მარა რა ქნა ქოცმა? დოლარი “ჩამოწია” და ლარი “გაგიმყარათ”, მარა პროდუქტები ისევ ძვირია… და წელში გაწყვეტილი ემიგრანტების გამოგზავნილი ფული საარსებო კაპიკებად აქცია…

 

ბედნიერების პარამეტრები შეგიცვალათ ქოცმა. მალე მხოლოდ პურს იყიდით და კომუნალურებს ან ძლივს გადაიხდით ან – ვერ, მარა ბედნიერები და მადლიერები იქნებით, რომ პური გაქვთ… და სხვა ვერაფერი…

 

უამბიციო და უთავმოყვარეო ცხვრის ფარად იქეცით. ნახირად, რომელსაც არ მიაჩნია, რომ მეტის ღირსია, ან უკეთესად ცხოვრება ეკუთვნის…. კარგია გაქოცებული საქართველო. ძაა-ან!” – ვკითხულობთ მომღერალ მაია დარსმელიძის ფეისბუქპოსტში.

https://intermedia.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share