“ნუ გაამართლებთ ქოცების სლოგანს:” ნაცები უნდა დამთავრდნენ”

”რამდენიმე ათასიან პარტიაში კი არა, ორ სულიან ოჯახში არსებობს უთანხმოება და აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ თუ წარმოიდგენთ სურათს, რომ ოჯახის წევრები მსგავს შემთხვევაში აივნიდან ქუჩაში, არა კეთილმოსურნე მეზობლების გასაგონად ყვირიან, დამეთანხმებით, რომ ეს მათ უფრო მეტად ვნებს ვიდრე მსენელს… მე არა ვარ ენმ-ს წევრი. შესაბამსად ძალიან მიჭირს რომელიმე მხარე საკუთარი პოზიცის გამო გავაკრიტიკო, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რეალური არგუმენტები, მაგრამ თხოვნის უფლებით ვისარგებლებ და გეტყვით შემდეგს: საკუთარი ქმედებით, ნუ დააზიანებთ მხოლოდ პარტიის კი არა, ქვეყნის ინტრესებს. გახსოვდეთ რომ საქართველოს და სააკაშვილის მომავალიც თქვენს მტკიცე ერთობაშია.

რადიკალებს არავინ უკრძალავს მწვავე პროტესტის გამოხატვას და პირადად მეც მიმაჩნია, რომ ამ ხელისუფლებას ყველა ნაბიჯზე უნდა დაურღვიო კომფორტის ზონა, თუმცა იმის გაანალიზებაც აუცილებლად უნდა შეგეძლოთ გეყოფათ თუ არა შესაბამისი რესურსი.

ასევე, შედარებით დიპლომატიური მიმართულების მქონე პოლიტიკოსებმა, საკუთარ მხარდამჭერებს უნდა აჩვენოთ თქვენი გონივრული მოქმედება (და არა ბლაა ბლაა) რა ნაბიჯები იდგმება მსოფლიო სამართლებრივ ინსტიტუებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

გთხოვთ, ნუ გახდებით ივანიშვილის ოცნების განხორციელების თანამონაწილეები და ნუ გაამართლებთ ქოცების სლოგანს “ნაცები უნდა დამთავრდნენ”. “დაყავი და იბატონე”-ს პრინციპი ოლიგარქის ბოლო გამარჯვებაა.

გისურვებთ წარმატებებს.”

ნუგზარ (სულა) სულაშვილი-საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთ თანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share