ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაქცინაცია გრძელდება. ამჯერად იმუნიზაციის პროცესი ჩოჩხათისა და აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარდა.
ვაქცინაცია ,,სინოფარმის“, ,,სინოვაკისა“ და ,,ფაიზერის“ ვაქცინითაა შესაძლებელი. იმუნიზაციის პროცესს სოფლებში ლანჩხუთის მერის მოადგილე, ეკატერინე გუჯაბიძე ესწრებოდა.
კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიანი პროგრამა 2022 წლის თებერვლის თვეშიც გრძელდება.
წახალისების პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.
ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია