რუსეთის პატრიარქი კირილე და მისი ქონება: თვითმფრინავი, იახტა და მატარებელიც კი!

რუსეთის პატრიარქ კირილეს არასოდეს უჭირდა, სანამ ეკლესიაში პოსტს დაიკავებდა, მანამ თამბაქოსა და ზღვის პროდუქტების ბიზნესში იყო ჩართული, თუმცა, არნახული ქონების პატრონი ის ზუსტადაც რომ პატრიარქობის პერიოდში გახდა.

ის ფლობს სასახლეს გელენჯიკში, რომელიც მისი ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული რეზიდენციაა. მისი მეზობლები კი პუტინი და მედვედევი გახლავთ.

პატრიარქის ძირითადი რეზიდენცია კი მოსკოვის ოლქში მდებარეობს და მისი მოწყობა მან მას შემდეგ დაიწყო, რაც პატრიარქი გახდა, რადგანაც რეზიდენციის იმ დროინდელი მდგომარეობა აღარ აკმაყოფილებდა მის გემოვნებასა და მოთხოვნებს, ასე მაგალითად, ავეჯი სპეციალური შეკვეთით იტალიიდან ჩამოატანინა და იგივე მაგიდა, 22.000 ევრო დაჯდა.

კირილე ასევე ფლობს უზარმაზარ მამულს, რომელიც 20.000 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული და რომლის ღირებულებაც 2.8 მილიარდი რუბლია.

ამათ ფონზე საუბარი ფეშენებელურ ბინებზე მოსკოვის ცენტრში უკვე უხერხულიცაა, რომლებსაც კირილე წარმატებით ფლობს.

მის პირად მფლობელობაშია ასევე თვითმფრინავი და 4 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა.

უფრო მეტიც, მას პირადი მატარებელიც კი ჰყავს!

ავტორი: ირაკლი სალუქვაძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share