META-ს განცხადებით, კომპანიას არც სურვილი აქვს და არც ემუქრება ევროპის რეგიონის დატოვება.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც “ინსტაგრამისა” და “ფეისბუკის” მიერ ევროპის დატოვებას უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება.
„მონაცემთა საერთაშორისო გადაცემები სჭირდება გლობალურ ეკონომიკას, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ფუნდამენტურია. ბიზნესებს სჭირდებათ მკაფიო, გლობალური წესები, რათა დაიცვან ტრანსატლანტიკური მონაცემთა ნაკადები გრძელვადიან პერსპექტივაში“, – აღნიშნულია Meta-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, ფეისბუკისა და ინსტაგრამის მთელ ევროპაში დახურვასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა. მიზეზად მომხმარებელთა მონაცემების დაცვის პრობლემა სახელდებოდა.