საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის მიერ გაზრდილ ხარჯებს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ეხმაურება:
”საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 6 980 ლარი, მისი მოადგილის კი 6 930 ლარი გახდა. ამასობაში, სოციალური აგენტების ხელფასი 200-300 ლარია.
მთავრობამ გადაწყვეტილება დეკემბერშივე მიიღო და ახალი ავტომობილების შესაძენად 20 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. ასევე, მთავრობის შიდა PR-ზე დაიხარჯა 70 მილიონი ლარი. ამასობაში, კალაძის ხელმოწერის გამო, ბიუჯეტიდან ოკუპანტი რუსეთისთვის გვიწევს 80 მილიონი დოლარის გადახდა (240 მილიონი ლარი). ამ ფულით იყიდიან ტყვია-წამალს და დაგვიშვებენ ან ჩვენ ან უკრაინას.
4 მილიონ ლარამდე გამოყვეს ავეჯის, გორგოლაჭებიანი სკამების, ტუმბოების შესაძენად. 80 მილიონ ლარზე მეტი დაამტკიცეს საწვავით მომსახურებისთვის, რომ ხალხის ნაყიდ ჯიპებზე კომფორტულად წამოსკუპდნენ და არც საწვავის ფასმა შეაწუხოთ. მათთვის საწვავის ფასი არ იზრდება.
აი ეს ხალხი მასამართლებს მე გადახარჯვაზე. მე, რომლის დროსაც, ეკონომიკა ოთხჯერ გაიზარდა, ბიუჯეტი 12-ჯერ, პენსიები სამჯერ” – წერს მიხეილ სააკაშვილი.