გიორგი გახარია გამოჩნდა – რა მიზნით ჩავიდა ექს-პრემიერი სამეგრელოში?

ზუგდიდისა და სენაკის საკრებულოებში შექმნილი კრიზისის მოგვარების ერთადერთი გზა, ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიაზე გადის, ახლა სწორედ ექს. პრემიერზეა დამოკიდებული ზუგდიდსა და სენაკში ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნება თუ „ოცნებასა“ და ,,ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გაკეთდება არჩევანი.

გუშინ, 9 თებერვალს გვიან ღამით გახარია ჩხოროწყუში ჩავიდა დღეს კი მის სახლში, პარტია ,,საქართველოსთვის“  ზუგდიდისა და სენიაკის საკრებულოს წარმომადგენლები იკრიბებიან. პარტიის წარმომადგენლები ამ დროისთვის შეხვედრის თემატიკაზე საუბრისგან თავს იკავებენ, თუმცა დიდი ალბათობით ისინი, სამეგრელოში არსებულ ურთულესი პოლიტიკური ვითარების მოგვარების შესაძლო გზებზე ისაუბრებენ.

cnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share