ნიკა მელიას და მის საქმიანობას მე დადებითად ვერ შევაფასებ, მაგრამ აქვს ხოლმე გამონათებები – ამის შესსახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ვის ვის და რა თქმა უნდა, ნიკა მელიას და მის საქმიანობას მე დადებითად ვერ შევაფასებ, მაგრამ აქვს ხოლმე გამონათებები და ხანდახან ადეკვატურ შეფასებებსაც აკეთებს საკუთარ პოლიტიკურ გუნდთან მიმართებით. ვინაიდან მან უკვე ამაზე საჯაროდ დაიწყო საუბარი, ეს პოლიტიკაში იმას ნიშნავს, რომ შიგნით ისაუბრა, ვერ გაუგეს, არ დაუჯერეს და ახლა საზოგადოებას ესაუბრება საკუთარი გუნდის არაადეკვატურობის შესახებ. უგულავა იქნება ეს, ნიკა მელია თუ თითოეული მათგანის იდეები და მოსაზრებები, რა თქმა უნდა, ეს უკვე მათი საქმეა. საზოგადოება ხედავს და ჩვენ ვხედავთ, რომ მათი ეს ოპოზიციური ძალა არის აბსოლუტურად გაკოტრებული. არ მგონია, რომ ისინი რაიმე ტიპის პოლიტიკურ ფორმაში მიაღწევენ 2024 წლის არჩევნებამდე“, – აღნიშნა წულუკიანმა.