აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის გადაწყვეტილებით, აშშ-ში 21 თებერვლიდან, 5 წლამდე ასაკის ბავშვებში COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება.
აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის რეკომენდაციით, ამ ასაკობრივ ჯგუფში მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება განიხილება.
წამლის მწარმოებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ კვლევის წინასწარი მონაცემები და ავტორიზაციის მისაღებად საჭირო სხვა მასალები FDA-სთან უკვე გაგზავნილია, რითაც დასტურდება, რომ 2-4 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია უსაფრთხოა და დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, საწყის ეტაპზე ის ბავშვები აიცრებიან, რომელთაც Covid 19-ით ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ.
Pfizer- მა 5 წლამდე ბავშვების ვაქცინის ავტორაციისთვის FDA-ს რამდენიმე კვირის წინ მიმართა