თორნიკე რიჟვაძეს თბილისიდან “ჭუჭყის თავიდან ასაცილებლად” ტაშტი ჩამოუტანე

აჭარის მთავრობის მეთაურს, თორნიკე რიჟვაძეს, “ევროპული საქართველოს” წევრებმა ტაშტი ჩამოუტანეს.

მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციაზე ჩამოსულმა ევროპული საქართველოს წევრებმა აღნიშნეს, რომ ტაშტი რიჟვაძეს ჭუჭყისგან დაიცავს: _ ვიცით, რომ რიჟვაძე დიდი ხანია კაბინეტშია ჩაკეტილი და ხალხს არ ხვდება. ამიტომ, ჭუჭყი რომ არ გაუჩნდეს, ტაშტი ჩამ9ვუტანეთ და დავუტოვებთ, _ აღნიშნა ევროპული საქართველოს წევრმა ლაშა ელიაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: