გაძვირებულმა ცხოვრებამ ქუჩაში თბილისის შემდეგ, ახლა უკვე რეგიონში მცხოვრები ადამიანებიც გამოიყვანა.
დღეს, სამ ქალაქში, აქციები ერთმანეთის პარალელურად იმართებოდა. გორში, თელავსა და ზუგდიდში, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებმა მოქალაქეებმა კომუნალურ გადასახადებზე გაზრდილი ტარიფები გააპროტესტეს და “ქართულ ოცნებას” კომუნალური გადასახადების განახევრების შესახებ ბიძინა ივანიშვილის მიერ, 2012 წელს გაცემული დაპირება შეახსენეს.