ბოლო 24 საათის განმავლობაში, გურიაში კორონავირუსის-580 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 11 თებერვლის კოვიდსტატისტიკა

11 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 19 968 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 23 675, ხოლო გარდაიცვალა 55 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 64 187 კვლევა ტესტით, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით — 39 833, PCR ტესტით — 34 354.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური არის 31,11%, ბოლო 14 დღის — 30,24%, ბოლო 7 დღის — 33,04%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 418 027-ს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 178 151-მდე, ხოლო დღემდე ვირუსს ჯამში 15 459 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონებში ასე გადანაწილდა:

  • თბილისი — 9 493;
  • აჭარა — 1 654;
  • იმერეთი — 2 760;
  • ქვემო ქართლი — 980;
  • შიდა ქართლი — 1 184;
  • გურია — 580;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 1 327;
  • კახეთი — 1 110;
  • მცხეთა-მთიანეთი — 410;
  • სამცხე-ჯავახეთი — 371;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 99.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 224 391 საიდანაც: 6 098 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 244, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 275.

1 869 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 216 424 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 41 ადამიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share