“როგორც სპორტის მინისტრი, უკმაყოფილო ვარ…ლელო, როგორც ბრენდი, რატომ არის პარტიის ლოგოზე”-თეა წულუკიანი

კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პოლიტიკური პარტია „ლელოს“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ „გასარკვევია, რატომ არის „ლელო“ პოლიტიკური პარტიის ლოგოზე“.

მისივე განმარტებით, „ჩანს, რომ აღნიშნული პოლიტიკური პარტია „ლელოს ვერ დებს“.

„ლელოს, რომ ვერ დებენ, უკვე ჩანს. სხვათა შორის, როგორც სპორტის მინისტრი, ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით რომ ლელო, როგორც ბრენდი, არის და გასარკვევია, რატომ არის პარტიის ლოგოზე. ამ დისკუსიას რომ თავი დავანებოთ, არასერიოზული ძალაა“,- განაცხადა წულუკიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share