უცნაური ტომი, სადაც მამაკაცები მაკიაჟითა და ვარცხნილობით ქალების მოხიბვლას ცდილობენ

ვოდაბე (Wodaabe) პატარა აფრიკული ტომია, რომელიც ფულანის ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება. მათი რაოდენობა 100 000-ს არ აღემატება და ძირითადად ნიგერიის, ნიგერის, კამერუნის, ჩადისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიებზე ცხოვრობენ.

ტომის წარმომადგენლები ძირითადად გარე სამყაროსგან იზოლირებულები არიან, რამაც მათი საუკუნეების წინანდელი კულტურა და ტრადიციები შემოუნახა.

wodabee-1-1644567925.jpg

ვოდაბეს ტომის წევრები ძირითადად მესაქონლეობას მისდევენ. ისინი ადგილობრივ აფრიკულ მსხვილფეხა საქონელს- ზებუს უვლიან და საძოვრების სიმცირის გამო მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან.

wodabee-2-1644567945.jpg

პირუტყვს ტომის ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

რელიგია და კულტურა

ტომის წარმომადგენელთა უმრავლესობა მუსლიმები არიან. მათ ისლამი მე-16 საუკუნეში მიიღეს. აუცილებელია აღნიშნოს, რომ ისლამი მათ ტრადიციულ წარმართულ რიტუალებს შეერწყა და მათ დღევანდელი რელიგია ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს.

ვოდაბეს ტრადიციების მიხედვით, მშობლებს მცირეწლოვან ბავშვებთან ურთიერთობის უფლება არ აქვთ და მათ ძირითადად ბებია-ბაბუა ზრდიან. ამასთან შეუღლებულ წყვილებს სხვების თანდასწრებით ერთმანეთთან საუბრისა და ხელით შეხების უფლება არ აქვთ.

wodabee-3-1644568007.jpg

ნაყოფიერების ფესტივალი

წელიწადში ერთხელ, სექტემბერში ისინი ნაყოფიერების ფესტივალს მართავენ სახელწოდებით გერევოლი (gerewol), სადაც მამაკაცები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ჟიურიში კი ქალბატონები არიან. ადგილობრივი ქალბატონები ძალიან აფასებენ თეთრ თვალებსა და კბილებს, ამიტომ მამაკაცები მაკიაჟს იკეთებენ, რათა ამ თავისებურებებს ხაზი გაუსვან.

wodabee-4-1644568173.jpg

ქალი-მოსამართლეები ირჩევენ კაცებს, რომლებსაც ყველაზე მიმზიდველად ჩათვლიან, რათა ღამე მასთან გაატარონ ან ცოლად გაჰყვნენ.

wodabee-5-1644568191.jpg

wodabee-8-1644568200.jpg

wodabee-9-1644568210.jpg

წყარო : allnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share