ამერიკელი, ბრიტანელი და დანიელი მშვიდობისმყოფელები ანექსირებული დონბასიდან უახლოეს საათებში გავლენ.
პარალელურად შეერთებული შტატები მოქალაქეებს რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხეების გამო, უკრაინის ტერიტორიის დატოვებისკენ კვლავ მოუწოდებს.
ისევ რთულია ვითარება რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, სადაც აგრესორმა სამხედრო ძალების მობილიზება თითქმის დაასრულა. სახმელეთო საზღვრის პარალელურად, კრემლმა შავი ზღვის აკვატორიაში საზღვაო ფლოტის 30-მდე სამხედრო გემიც შეიყვანა.
ძლიერდება უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები დასავლეთის მხრიდან.