ATP ანტიკორუფციული ოფისის ინფორმაციით, საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გარიგებულ მატჩში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი.
გამოძიება რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს და მალე უნდა დასრულდეს.
გამოცემის ცნობით, ორგანიზაცია 2016 წელს სავარაუდო გარიგებაზე მუშაობს და თუ ეჭვები დადასტურდება, ჩოგბურთელს დროებითი ან უვადო დისკვალიფიკაცია ემუქრება.