შტაინმაიერი: პუტინს მოვუწოდებ, მოუშვას უკრაინის კისერზე მარყუჟი და მშვიდობიან გზას დაადგეს

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერი ამბობს, რომ აღმოსავლეთ ევროპა სამხედრო კონფლიქტის საფრთხის წინაშეა და ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. შტაინამიერი პუტინს მიმართავს მშვიდობიან გზას დაადგეს.

“ჩვენ სამხედრო კონფლიქტის საფრთხის შუაში ვართ, ომის აღმოსავლეთ ევროპაში. ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.  მოვუწოდებ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს: “მოუშვი უკრაინის კისერზე მარყუჟი და ეძებე ჩვენთან ერთად გზა, რომელიც ევროპაში მშვიდობას შეინარჩუნებს. ჩვენ არ შეგვიძლია მხედველობაში არ გვქონდეს მშვიდობა.” – თქვა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა.

შტაინმაიერი, რომელიც გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს, ამბობს, რომ მათ მხარესაა, ვინც დემოკრატიას მხარს უჭერს.

გერმანიის პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა, რომ მას მხოლოდ შეუძლია პუტინი გააფრთხილოს, რომ დემოკრატიის ძალა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენოს.

 

formulanews.ge

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share