გაუნათლებლობა, ანტივაქსერების გულის მოგება და პოპულიზმი – ასე აფასებენ პრემიერის ანტივაქსერულ განცხადებას მედიცინის ექსპერტები.
მათი შეფასებით, ირაკლი რარიბაშვილს სურს, იმ ადამიანების გული კიდევ ერთხელ მოიგოს, რომლებიც ვაქცინაციის პროცესს ეწინააღმდეგებიან.
ექსპერტევის განცხადებითვე, მთავრობის მეთაურის განცხადება ხელს შეუწყობს ვაქცინააციის დაბალი მაჩვენებელის კიდევ უფრო გაუარესებას.
როდესაც ვიცით, რომ გარდაცვლილთაგან 90%-ზე მეტი, არავაქცინირებული იყო, პრემიერი ამბობს, რომ ვაქცინა არ მუშაობს, იმიტომ რომ ის მაინც დაინფიცირდა. სახეზე გვაქვს ცდნის არარსებობა, აღარ ვსაუბრობ, პოპულიზმზე, ეს არის ძალიან დიდი მავნებლობა, შენი მოქალაქეების მიმართ, იმიტომ რომ ისედაც ძალიან დიდი სლეპტიციზმია ვაქცინაციის მიმართ”- თქვა სოფო ჯაფარიძემ.
მაია ბუწაშვილის თქმით, პრემიერის განცხადება ვაქცინაციისადმი არსებულ სკეპტიციზმს კიდევ უფრო აღრმავებს.
ნებისმიერმა მსგავი ტიპის მოწოდებამ შეიძლებნა, გამოიწვიოს ვაქცინაციის კლება, იმიტომ რომ ისედაც რობლემაა ჩვენს საზოგადოებაში. ისედაც სკეპტიციზმი არსებობს ვაქცინაცასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ასეტი ტიპის განცხადებები, კიდევ უფრო აღრმავებს ამ სკეპტიციზმს, ნამდვილად არ არის მისაღები”- თქვა მედიკოსმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი რარიბაშვილის განცხადებით, „ომიკრონის” დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს”.