გიორგი გახარიას პარტია „ნაციონალური მოძრაობისთვის” რეანიმატოლოგის ფუნქციას ასრულებს და ყველაფერს აკეთებს, რათა ეს პოლიტიკური ძალა გააცოცხლოს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განცხადა.
„როგორც ჩვენ ვხედავთ, რეალურად, ეს არის პარტია, რომელსაც ვეღარ ვუწოდებთ „გახარია საქართველოსთვის”, ეს არის „გახარია ნაცებისთვის”, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ეს დესტრუქციულად ქცეული პოლიტიკური ძალა გააცოცხლოს. რეალურად, მათთვის რეანიმატოლოგის ფუნქციას ასრულებს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.