აშშ-მ კიევში საელჩო დახურა – დიპლომატები დროებით ლვოვში გადავლენ

რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებების გაზრდილი საფრთხის გამო, შეერთებული შტატები კიევში საელჩოს ხურავს. ქვეყანაში დარჩენილი დიპლომატების ნაწილი დროებით დასავლეთ უკრაინაში, ლვოვში გადავლენ. განცხადება სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა.

“მე ეს ბრძანება ერთი მიზეზის გამო გავეცი – ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ამერიკელ მოქალაქეებს უკრაინაში, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა”,- თქვა ბლინკენმა.

განცხადებაში მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ უცვლელი რჩება. მისივე თქმით, აშშ აგრძელებს ძალისხმევას დიპლომატიური გადაწყვეტის მისაღწევად.

“დიპლომატიური გზა კვლავ ხელმისაწვდომი რჩება თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ კეთილსინდისიერად ჩაერთოს. მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლების საელჩოში დაბრუნებას, როგორც კი პირობები ამის საშუალებას მოგვცემს”, – თქვა მან.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share