ჩვენი მოთხოვნა უპირველესია და ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება არჩევნებს, აქ წავა უკვე საუბარი რა თარიღი გამოჩნდება, ეს უკვე შეიძლება რაღაც დავის და განხილვის საგანი იყოს, მაგრამ საერთოდ არ ვისაუბროთ ახალ არჩევნებზე, ეს უბრალოდ შეცდომა იქნება, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
„მიხარია, რომ მცირე რაღაცების განხილვის დროს თუ არის აზრთა სხვადასხვაობა, ეს არ არის მნიშვნელოვანი განსხვავება ფუნდამენტალურ საკითხებთან დაკავშირებით. იმაზე უფრო მეტი პოლიტიკური კრიზისი, ვიდრე ის, რომ ხელისუფლება კონსტიტუციური ჩარჩოდან გავიდა და გააყალბა კონსტიტუციური უფლება, არ შეიძლება იყოს. შეიძლება ახლა არ ჩანს კორონას ფონზე, თორემ ეს, რომ შენ ვერ ეღირსები ვერც კოალიციურ მთავრობას, შესაბამისად, ვერც ანტიკორუფციულ რეფორმას, ამიტომ გვინდოდა, აბა პარლამენტში მე ხომ არ მინდოდა კარგი ხელფასისთვის შესვლა, მინდოდა რეფორმების გამო შესვლა. ჩვენი მოთხოვნა უპირველესია და ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება არჩევნებს, წავა უკვე საუბარი რა თარიღი გამოჩნდება, ეს უკვე შეიძლება რაღაც დავის და განხილვის საგანი იყოს, მაგრამ საერთოდ რომ არ ვისაუბროთ ახალ არჩევნებზე, ეს უბრალოდ შეცდომა იქნება. ჩვენი განხილვის თემა მაინც რჩება ახალი არჩევნები“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
მისივე თქმით, ოპოზიციის განხილვებთან დაკავშირებით მოსახლეობის ყურამდე არასწორი ინფორმაცია მივიდა.
„პლებისციტის საკითხი ოპოზიციას არ დაუყენებია ცალკე, ეს დადგა მხოლოდ არჩევნებთან მიბმული“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
მსგავსი სტატიები
- 68
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 56
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს: "ცოტა ვრცლად დავწერ რატომ მეპარება ეჭვი, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა ანუ გაყალბდა ისე, რომ შედეგზე გავლენა იქონია, თორემ დარღვევები ყველა არჩევნებზე არის და ეს რომ გამოსასწორებელია, ამაზე არავინ დავობს: არ არსებობს არჩევნების არცერთი ობიექტური დამკვირვებელი, რომელიც ამბობს თუნდაც იმას, რომ არჩევნები არ…
- 55
19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
- 55
ირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…