ფოთში დააკავეს დედა, რომელმაც ახალშობილი საკანალიზაციო მილში დატოვა

ფოთში პოლიციამ დედა დააკავა, რომელმაც ახალშობილი საკანალიზაციო მილში მიატოვა. ჩვილი გარდაცვლილი გუშინ ნახეს.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ქალმა აღიარებითი ჩვენება მისცა და ის ამ წუთებში განყოფილებაში იკითხება.

ადგილობრივებმა ბავშვის ცხედარი მას შემდეგ იპოვეს, რაც მილი გაიჭედა და მეზობლები მის გაწმენდას ცდილობდნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share