ახალციხის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი შეცნობით თხუთმეტ წელს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობის მუქარით, სექსუალური ხასიათის ქმედებების ჩადენის საქმეზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ძალადობის მუქარითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით არასრულწლოვნის მიმართ რამდენჯერმე განახორციელა სექსუალური ქმედებები.
შოთაძის უწყებაში აცხადებენ, რომ სასამართლომ პირი დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.