“მხოლოდ თქვენ მოგმართავთ ბოლო იმედით” – ხიდაშელი “ოცნების” 14 დეპუტატს მიმართავს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი:

“პარტიამ მიიღო გადაწყვეტილებაო ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის შესახებო, გვამცნეს.

ეს არ არის რიგითი საკითხი, არც კანონის ქვეპუნქტები გამოდგება სამალავად…

ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკურ – ზნეობრივი გადაწყვეტილებაა. ზუსტად ისეთი, როგორც თავის დროზე ვალერი გელაშვილისთვის მანდატის შეწყვეტა იყო. შეგახსენებთ, რომ მაშინ გელაშვილის მკველელობის მცდელობა ბოლოს სწორედ მისი პარლამენტიდან გაძევებით დაასრულეს და შესაბამისად ზნეობრივ -პოლიტიკურად იმავე დანაშაულის თანამონაწილეები გახდნენ ის დეპუტატები, იმავე დანაშაულის, რომელიც ქუჩაში ვერ დაამთავრეს მისი სიკვდილით.

დღესაც ზუსტად ისევე, ბადრი ჯაფარიძის ციხეში გამომწყვდევის ვერ დასრულებული დანაშაულის თანამონაწილეები გახდებიან ყველა ის ადამიანები ვინც ხმას მისცემს მისთვის მანდატის შეჩერებას, მათ შორის ის ხალხი ვინც მაშინ სრულიად სამართლიანად გაგიჟებული იყო გელაშვილისთვის მანდატის შეწყვეტით.

დღეს, სახელობითად, სწორედ იმ ადამიანებს მინდა მოგმართოთ ვისაც ოდესღაც მსგავსი უზნეობა-უსამართლობა გაგიჟებდათ, თქვენ დღეს ზუსტად ისეთივე თანამონაწილეები გახდებით ერთი ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის, როგორც ისინი მაშინ გელაშვილის წინააღმდეგ დანაშაულის შემთხვევაში. დღეს ისეთივე უსახურ მასად იქცევით, როგორც ისინი მაშინ.

ეს არ არის ვირტუალური, თეორიული მიმართვა ყველასადმი, თქვენს არც ერთ ფორმალურ თუ არა ფორმალურ ლიდერს არც მაშინ აწუხებდა ეს ამბავი და არც დღეს შეაწუხებს ვიცი, ამიტომ მხოლოდ თქვენ მოგმართავთ ბოლო იმედით:

– ირაკლი ჩიქოვანი

– ქეთევან დუმბაძე

– მაია მენაღარიშვილი

– კახა კახიშვილი

– პაატა კვიჟინაძე

– არჩილ თალაკვაძე

– ზაურ დარგალი

– გივი მიქანაძე

– გიორგი კახიანი

– გელა სამხარაული

– მიშა სარჯველაძე

– გიორგი ხელაშვილი

– ვლადიმერ ჩაჩიბაია

– შოთა ხაბარელი”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share