თავდაცვისა და უშიშროების საბჭოში აცხადებენ, რომ ვებგვერდებსა და რამდენიმე აპლიკაციაზე მასშტაბური DDoS-თავდასხმა ხორციელდება.
მიმდინარე წლის იანვარში უკრაინის სახელმწიფო ვებგვერდებზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. კიევში აცხადებენ, რომ აღნიშნული კიბერთავდასხმების უკან რუსეთი დგას.
უკრაინის სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერთავდასხმა 14 იანვრის ღამეს განხორციელდა. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ჯამში თავდასხმის ქვეშ მოყვა 70-მდე ვებგვერდი, მათ შორის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების რესურსები. ამასთან, მონაცემები არ მოუპარავთ, კონტენტი არ დაზიანებულა და ვებგვერდების მუშაობაც რამდენიმე საათში აღდგა.
რუსეთი კიბერშეტევასთან ყველანაირ კავშირს უარყოფს, ხოლო ბრალდებებს “დაუსაბუთებელს” უწოდებს.