“კი იმსახურებენ ხალხისგან წიხლს, მაგრამ “ხალხიც” რომ აღარ დარჩა ქვეყანაში.” – ვისზე საუბრობს ირაკლი ოქრუაშვილი

პარტია “გამარჯვებული საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ქართულ პოლიტიკას მორალისგან სრულიად დაცლილს უწოდებს:

“32 წლის მანძილზე მორალისგან ესეთი დაცლილი ქართული პოლიტიკა არასდროს ყოფილა, მაშინაც კი გრეჩიხა რომ სავაჭროდ დარბოდა აქეთ იქით და ყველასგან “ოქროს პარაშუტს” ითხოვდა.

აწი გამოყრიან პარლამენტიდან, უკან შევლენ, მერე ისევ გამოვლენ, გახარიას შეეკვრებიან თუ ბიძინას, ყველაფერს ერთი ფასი აქვს.

კი იმსახურებენ ხალხისგან წიხლს, მაგრამ “ხალხიც” რომ აღარ დარჩა ქვეყანაში.”- წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share