კანაფის მოყვანა გურიაში

ძველი დოკუმენტების მიხედვით გურიაში ძალიან ფართოდ იყო გავრცელებული კანაფის მოყვანა და მისი პირველადი გადამუშავება, ასევე ირკვევა, რომ იგი გახლდათ გურიის უმნიშნელოვანესი საექსპორტო საქონელი.
.
ჯერ კიდევ XV საუკუნიდან თურქებს გურიიდან დიდი რაოდენობის კანაფი გაჰქონდათ, ასე მაგალითად შემონახულია თურქეთის სულთანის 1574 წლის მარტის ბრძანება გონიოს ბეგისადმი:
.
„ცნობილი გახდა, რომ გურიელის ქვეყანაში დიდი რაოდენობით მოიპოვება კანაფი, გამოვიდა ჩემი ბრძანებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ფულზე გაცვლით იქ დაამზადონ და ტრაპეზუნდში შემოიტანონ კანაფი გემთმშენებლობისათვის. ამ მიზნით თქვენთან გამოგზავნილ ხალხს სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს”.
.
იმ დროისათვის თურქეთისა და საქართველოს ანუ გურიას შორის სასაზღვრო ხაზი გადიოდა გონიოს მახლობლად სადაც ორივე მხარეს გააჩნდათ სასაზღვრო-საბაჟო პუქნტები.
.
წყარო – Мореплавание и морская торговля в средневековой Грузии – Берадзе, Тамаз Николаевич
.
სურათი – ქობულეთი 1854 წელი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share