ლანჩხუთის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” კახა ასკურვა ლანჩხუთისა და უკრაინის ქალაქ კახოვკის მეგობრობის შესახებ წერს. მისი თქმით, ლანჩხუთს 2010 წლიდან ოფიციალური მეგობრობა აკავშირებს ამ ქალაქთან და “ნაციონალური მოძრაობა” საჭიროდ მიიჩნევს, კახოვკის ხელმძღვანელობისთვის მხარდასაჭერი წერილის გაგზავნას, თუმცა ლანჩხუთის საკრებულომ წერილი საჭროდ არ ჩათვალა:
“წინა საკრებულოს სხდომაზე,ჩვენი ფრაქციის მოადგილემ – გია გოგუაძემ საკრებულოს და მერიის ხელმძღვანელობას მიმართა წინადადებით,რომ უკრაინაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (მიუხედავად პარტიულობისა) ხერსონის ოლქის,ქალაქ კახოვკის ხელმძღვანელობისთვის, გაგვეგზავნა ამ უკიდურესად მნიშვნელოვან მომენტში უკრაინისთვის, მხარდასაჭერი წერილი. რადგან ამ ქალაქთან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს,გვაკავშირებს 2010 წლიდან ოფიციალური მეგობრობა და მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა როგორც ცენტრალურ,ასევე ადგილობრივ დონეზე ჩვენთან,ქალაქ კახოვკის ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ლანჩხუთთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია.მოქმედი მერი ისევე ღებულობს კახოვკიდან წერილებს როგორც წინა გამგებლი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყო მიწვეული ქ.კახოვკაში,სადაც დიდი პატივით დახვდნენ და უკრაინულ-ქართული სტუმარმასპინძლობის შესაბამისად მიიღეს ჩვენი დელეგაცია 2010-ში. გუშინ,საკრებულოს ბოუროს სხდომაზე,რომელსაც მე ვერ ვესწრებოდი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე,გ.გოგუაძემ მოიკითხა პასუხი,თუ რაზე ჩამოყალიბდა “ქართული ოცნების”ფრაქცია და ზოგადად ხელმძღვანელობა?!მერმა ალექსანდრე სარიშვილმა საერთოდ აარიდა პასუხს თავი,ხოლო საკრებულოდან იყო პასუხი,რომ არაა საჭირო,პარლამენტმა უკვე გააგზავნა და საკმარისიაო. ამ პასუხის განსჯას მე არ შევუდგები ორი მარტივი მიზეზი გამო: 1.აზრი არ აქვს და 2. ცენტრალური ხელისუფლების შემხედვარე რასაც ვუყრებთ,მისი გაგრძელება რომ უკეთესად სჩანდეს ეს უფრო გაგვაოცებდა.კი ბატონო,ყველას მისი არჩევანი აქვს! ჩვენი არჩევანი, ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხისთვის ,ამ ძნელბედობის ჟამს,მათ გვერდით დგომაა – ჩვენ როგორც შეგვიძლია ისე და ამიტომ,ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობა აუცლილებლად გააგზავნის მხარდასაჭერ წერილს ჩვენს დაძმობილებულ ოლქში და აუცილებლად შევთავაზებთ ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ ფრაქციას ისინიც შემოგვიერთდნენ თუ სურვილი ექნებათ რა თქმა უნდა,ხოლო როცა ბევრი წელი გავა და დღეს უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ, ოფიციალური საქართველოს როლზე და პოზიციაზე აუცილებლად დაწერს ისტორია და ამას თქვენი შვილიშვილები წაიკთხავენ და გკითხავენ,უფრო მნიშვნელოვანს რას აკეთებდით ბაბუ მაშინო?!ხელფასებს ვიზრდიდითო ნუ უპასუხებთ,რადგან ისინი იმ მომენტში ძალიან მაგარ და ღირსეულ საქართველოში იცხოვრებენ მერწმუნეთ და ვერ გაგიგებენ პასუხს! დიდება უკრაინას” – წერს კახა ასკურავა.