ერთიანობისა და საბრძოლო სულისკვეთების კიდევ ერთი მაგალითი – უკრაინელები მთელ ქვეყანაში ერთობის მარშს მართავენ და კიდევ ერთხელ საჯაროდ ადასტურებენ რუსეთის აგრესიითვის სრულ მზადყოფნას. თავისუფლებისთვის ბრძოლის ამ მაგალითს ასევე საჯაროდ უჭერს მხარს დასავლეთიც.
რუსეთის განცხადებები ჯარების გაყვანის შესახებ ნდობას არ იწვევს და ამიტომ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები კვლავ აგრძელებენ კრემლზე ზეწოლას. საქართველოს მთავრობა კი მხოლოდ მინიმალურ დონეზე აქტიურობს.
გაცხადებული პრო-დასავლური პოლიტიკის მქონე ქვეყანა მხოლოდ უკრაინის საელჩოში ვიზიტით ადასტურებს მხარდაჭერას, რეალური პოლიტიკური ქმედებებით კი კიევის მხარდასაჭერად არაფერს აკეთებს, რითიც კრემლის სასარგებლოდ მოქმედებს.
“ქართული ოცნების” ამ დამოკიდებულებას ოპოზიციაც და ანალიტიკოსებიც აშკარად ხედავენ და ხელისუფლებისგან უფრო მასშტაბურ ქმედებებს მოითხოვენ.
მთავარი არხი