“გამოკეტილი გყავთ სააკაშვილი, რომელიც ძლიერია და მოეხმარება ხალხს. ჩვენი გულისთვის ჩამოვიდა, ჩვენს გადასარჩენად” -გარემოვაჭრეები

ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ამ დრომდე მობილიზებული არიან. ისინი დილიდან გარემოვაჭრეებს დახლების გაშლის უფლებას არ აძლევენ.

მერიის გადაწყვეტილებას ადგილზე ხმაური მოჰყვა. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ვაჭრობაა და შემოსავლის გარეშე რჩებიან. ისინი ამბობენ, რომ აკრძალვის მიუხედავად, დახლებს მაინც გაშლიან.

“მიხედეთ ხალხს, წამებას თავი დაანებეთ! მიეცით ადგილები ისე, რომ ფასი არ გადაიხადონ. ხალხს ბანკის ვალები აქვს, როდის უნდა გაიგოთ ხალხის გაჭირვება?! უჭირს ახალგაზრდობას, ავტობუსები ასე გააძვირეთ, რას შვებით, რას?! პურის ფულის ხელა გახადეთ მგზავრობა. რას უშვრებით ამ ხალხს, ცოდოები არ არიან?! ახალგაზრდობა არ გყავთ ოჯახში? გამოკეტილი გყავთ სააკაშვილი, რომელიც ძლიერია და მოეხმარება ხალხს. ჩვენი გულისთვის ჩამოვიდა, ჩვენს გადასარჩენად”, – ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

წყარო – მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share