მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელ გოგონებს სექსუალურად ავიწროებდა, დამნაშავედ ცნეს

გო­გო­ნა­თა სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ “ნი­კეს” მა­მა­კა­ცი მწვრთნე­ლის მიერ არას­რულ­წლო­ვანების მიმართ ჩადენილ სექსუალურ შევიწროებაზე, სასამართლომ მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბის სა­სარ­გებ­ლო გადაწყვეტილება გამოიტანა. ინფორმაციას ორ­გა­ნი­ზა­ცია “პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის” ავრცელებს.

“ეს წუთია #PHR-მა მოიგო საქართველოში პირველი საქმე სპორტში ქალების, მათ შორის არასრულწლოვანი გოგოების მიმართ სექსუალურ შევიწროებაზე!
შევიწროებას ახორციელებდა კაცი მწვრთნელი.
ასევე, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა მორალური ზიანის მოთხოვნაც.
ეს გადაწყვეტილება დასაწყისია საქართველოში ათლეტი ქალებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად”, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share