ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 13 288 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 539 493.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 27.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 31.94% ხოლო 7 დღის მანძილზე – 30.35%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 21 183 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 369 764.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 822 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 13 288 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 6 242 შემთხვევა, აჭარა – 843, იმერეთი – 1 887, ქვემო ქართლი – 656, შიდა ქართლი – 799, გურია – 476, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 937, კახეთი – 803, მცხეთა-მთიანეთი – 341, სამცხე-ჯავახეთი – 213, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 91.